მარშრუტი: (თბილისი) - სამება - მეტეხი - ნარიყალა - სიონი - ანჩისხატი - ოქროს ფონდი - ქაშვეთი - მთაწმინდა

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკროავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება: ერთჯერადი
მანძილი:   კმ.
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 25 ლარი (16 ადამიანი)

ფასი ავტომანქანა "ჯიპი"-თ მგზავრობისას - 80 ლარი (3 ადამიანი)

 


(ფასებში შედის : ტრანსპორტის გადასახადი,  გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება.)

 

 

 

სამება-Самеба-Sameba
სამება-Самеба-Sameba

 

სამება

 

 

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

 

 

 

მეტეხი-Метехи-Metekhi
მეტეხი-Метехи-Metekhi

მეტეხი

 

 

მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ამ ადგილზე, V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მონღოლების შემოსევას 1235 წელს ვერც ერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა. ლეგენდის თანახმად, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან. მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. სამწუხაროდ, ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა.

 

 

ნარიყალა-Нарикала-Narikala
ნარიყალა-Нарикала-Narikala

 

ნარიყალა

 

ნარიყალა — უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია. ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგრებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრატების სახით. XVII საუკუნემდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

 

 

 

 

სიონი-Сиони-Sioni
სიონი-Сиони-Sioni

სიონი

 

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე. გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა. მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. 1850 წლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გადაწყდა ტაძრის მხატვრობა, რომელიც 1851-55 წლებში შესრულდა გრიგოლ გაგარინის მიერ. მხატვრობა შესრულებულია ცვილის საღებავებით, რომელთაც ზეთის საღებავებისაგან განსხვავებით მრავალი უპირატესობა გააჩნია. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს. სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია მაგრამ ყველაზე მთავარი რომელიც ეხმაურება თავად ტაძარს, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი. ეს სწორედ ის ხატია 1522 წელს შახ იზმაილმა რომ დაიპყრო ქალაქი და ხატის დაგმობის მიზნით ის მტკვარში გადააგდო. წმინდა ნინოს ჯვარი - სათაყვანებელი სრულიად საქართველოსი. დაბრძანებულია სიონის საკათედრო ტაძარში კანკელის ჩრდილოეთ მხარეს მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ნიშაში.

  

 

ანჩისხატი-Анчисхати-Anchiskhati
ანჩისხატი-Анчисхати-Anchiskhati

 

ანჩისხატი

 

ანჩისხატი, VI საუკუნის ქრისტიანული ტაძარი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებულია დაჩი უჯარმელის მეფობაში. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში).

 

 

ოქროს ფონდი-Золотой фонд-Gold fund
ოქროს ფონდი-Золотой фонд-Gold fund

ოქროს ფონდი


შ. ამირანაშვლის სახელობის ხელოვნების მუზეუმი 1920 წელს მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ დააარსა, აქ დაცულია სხვადასხვა პერიოდის ხელოვნების ნიმუშები: შუა საუკუნეებიდან მოყოლებული XX საუკუნის ჩათვლით. ასევე, ქრისტიანობამდელი პერიოდის მცირე რაოდენობის მასალა. მუზეუმისათვის გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო 1990 წელს ხელოვნების მუზეუმს შალვა ამირანაშვილის სახელი უწოდეს. მუზეუმის ფონდები 900 ათასამდე ექსპონატს ითვლის. განსაკუთრებული ადგილი ოქროს ფონდს ეთმობა.

 

 

 

ქაშვეთი-Кашвети-Kashveti
ქაშვეთი-Кашвети-Kashveti

ქაშვეთი

 

ქაშვეთი — ტაძარი თბილისში. აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX საუკუნის მიწურულს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა, მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. თუმცა ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს. ქაშვეთი კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.

  

 

 

მთაწმინდა-Мтацминда-Mtatsminda
მთაწმინდა-Мтацминда-Mtatsminda

მთაწმინდა

 

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დასაკძალი ადგილი თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, მამა დავითის ეკლესიის შემოგარენში. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა — 1915 წელს აკაკი წერეთლისდაკრძალვის დღეებში; პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე. მამა დავითის ტაძრის ისტორია უკავშირდება VI საუკუნეში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსული ათცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთს დავით გარეჯელს. გადმოცემის თანახმად VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო.

 

 

 

მენიუ

Шпатлевка стен под обои. Быстрая шпатлевка стен своими руками. Стоимость шпатлевки стен. Штукатурка стен цена. Быстрая штукатурка стен своими руками. Отделка стен штукатуркой. Декоративная отделка стен. Качественная отделка стен декоративным камнем. Отделка стен своими руками. Мини токарный станок своими руками. Как сделать токарный станок своими руками. Настольный токарный станок своими руками. Облицовка дома кирпичом. Качественная облицовка дома кирпичом фото. Наружная облицовка дома. Как начать бизнес с нуля. Быстро начать бизнес без вложений. Начать бизнес с нуля идеи. Канализация в частный дом. Хочу сделать канализация своими руками. Водоснабжение и канализация дома. Строительство фундаментов цены. Быстрая строительство фундамента своими руками. Технология строительства фундамента.