მარშრუტი: თბილისი - მესტია - ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია - ლატალი - ლენჯერი - მულახი - უშგული - თბილისი

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკროავტობუსი.
ხანგრძლივობა: ოთხი დღე (სამი ღამე)
კვება:სამჯერადი
მანძილი:   კმ.
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 380 ლარი (16 ადამიანი)

 

პირველი დღის მარშრუტი: თბილისი - ლიხის უღელტეხილი - ზუგდიდი - ჯვარი - მესტია

 

განთავსება: მესტიაში, საოჯახო სასტუმროში
კვება: სადილი, ვახშამი 

 

მეორე დღის მარშრუტი: 3 საათიანი ქვეითი მარშრუტი ჭალადიდის მყინვარისკენ, დაბრუნება მესტიაში, სადილი და გამგზავრება ლატალისა და ლენჯერის თემების ღირშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად.
განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი.

მესამე დღის მარშრუტი: მესტია - იფარის წმ. გიროგის მონასტერი - კალა - უშგული. ფეხით გასეირნება ლამარიას ეკლესიის მოსანახულებლად. დაბრუნება მესტიაში. 
განთავსება: საოჯახო სასტუმრო მესტიაში
კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი.

მეოთხე დღის მარშრუტი: მესტია - ზუგდიდი - თბილისი.
კვება: საუზმე, სადილი.

 

 


(ფასებში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, განთავსება საოჯახო სასტუმროში, გიდის მომსახურეობა, სამჯერადი კვება, ექსკურსიები მუზეუმებში.)

 

 

 

მესტია-Местия-Mestia
მესტია-Местия-Mestia

 

მესტია

 

მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ. ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C, იანვრის 6,4 °C, ივლისის 16,4 °C. აბსოლუტური მინიმალური - 35 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 35 °C. ნალექები 1035 მმ წელიწადში. მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები. მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები.

 

 

 

ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია-накифар...
ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია-накифарская церковь святого Гиоргия- Nakifari church of st. Giorgi

ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია

 

ნაკიფარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია X-საუკუნეში აუშენებიათ შირიმით. იგი დარბაზული ტიპის სამლოცველოა. მისი აღმოსავლეთი ფასადი შემკულია მოხატულობითა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებით (ხარის, არჩვის, ირმის, ლომის და დათვისგამოსახულებანი). გარეთა შემკულობაც ეკლესიის აშენების თანადროულია.
მისი ინტერიერი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს, მხატვრობა ძალზე შთამბეჭდავია. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონქის კომპოზიცია, სადაც ვედრების გავრცობილი ვერსიაა გამოსახული და ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული წმ. მხედრების (წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს საზეიმო, ჰერალდიკური ხასიათის კომპოზიცია. ეკლესიაში დაცულია XI-XII-XIII-სს. ჭედური ხატები. აქვე ინახება XI-საუკუნეში მოღვაწე ოქრომჭედლის - ასანის მიერ შესრულებული წმ. გიორგის ჭედური ხარი (მარუშინის დაკვეთით). ეკლესია ამჟამად მოქმედია.

 

 

 

ლატალი-Латали-Latali
ლატალი-Латали-Latali

ლატალი

 

მესტიიდან ლატალამდე დაახლოებით თხუთმეტი წუთის სამანქანო გზაა. ეს ერთდროს უბატონო სვანეთის საზღვარზე მდებარე თემი, ყოველთვის კარგად იყო გამაგრებული. მის ქვემო მისადგომებს თავადი დადეშქელიანები ფლობდნენ: ბეჩოს, ეცერის, ფარის, ჩუბეხევის, ცხუმარის და ლახამულას თემები. ბატონებისაგან თავის დასაცავად აქ მრავალი საბრძოლო კოშკი აუგიათ, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩენილა. ლატალში შეიძლება შეგხვდეთ აგრეთვე შუასაუკუნეების დროინდელი გამაგრებული ტიპის ნაგებობები.
ლატალში მეტწილად დანგრეული, სამოცდათექვსმეტამდე საგვარეულო ეკლესიაა. ბევრი მათგანი გზისგან მოშორებით, მთაშია აგებული. მათგან ყველაზე ცნობილია – მაცხვარი, მაცხოვრის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), თარინგზელი, მთავარანგელოზის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), ჯგრაგი, წმინდა გიორგის ეკლესია, (სოფ. ლანკვამი) და იანი (იონა წინასწარმეტყველი) (სოფ. იენაში).


 

 

 

ლენჯერი-Ленджери-Lenjeri
ლენჯერი-Ленджери-Lenjeri

ლენჯერი

 

ლაშთხვერი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (ლენჯერის თემი), სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის(ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1380 მ, მესტიიდან 3 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 კაცი. სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების მთავარანგელოზის მცირე ზომის ეკლესია (სვან. თარნგზელ). ეკლესიის შიგნითა კედლის მოხატულობა ეთმობა მთავარანგელოზის თემას. კარედან კედლების ზედა ნაწილი შელესილია და დაფარულია XIV-XV საუკუნეების მოხატულობით. 

 

 

 

თეთნულდი-Тетнулди-Tetnuldi
თეთნულდი-Тетнулди-Tetnuldi

 

მულახი

 

მულახი ზემო სვანეთის ერთ-ერთი უძველესი, ულამაზესი და დიდი საკრებულოა, რომელშიც გაერთიანებულია 11 სოფელი. მულახში მდებარეობს ერთ-ერთი ულამაზესი და ცნობილი მწვერვალი ,,თეთნულდი”, რაც სვანურად ,,თეთრს” ნიშნავს (თვეთნე-თვეთნულდ); მულახის სახელწოდების რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე სარწმუნო ვერსიის და ადგილმდებარეობის გათვალისწინების მიხედვით ,,მუ ლახვიშ”-დან წარმოიშვა, რაც სვანურად ნიშნავს ,,კლდის მამას”.



 

 

უშგული-Ушгули-Ushguli
უშგული-Ушгули-Ushguli

უშგული

 

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა. უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 

 

 

 

 

 

 

მენიუ

Шпатлевка стен под обои. Быстрая шпатлевка стен своими руками. Стоимость шпатлевки стен. Штукатурка стен цена. Быстрая штукатурка стен своими руками. Отделка стен штукатуркой. Декоративная отделка стен. Качественная отделка стен декоративным камнем. Отделка стен своими руками. Мини токарный станок своими руками. Как сделать токарный станок своими руками. Настольный токарный станок своими руками. Облицовка дома кирпичом. Качественная облицовка дома кирпичом фото. Наружная облицовка дома. Как начать бизнес с нуля. Быстро начать бизнес без вложений. Начать бизнес с нуля идеи. Канализация в частный дом. Хочу сделать канализация своими руками. Водоснабжение и канализация дома. Строительство фундаментов цены. Быстрая строительство фундамента своими руками. Технология строительства фундамента.