მარშრუტი:  თბილისი-გორის ციხე-უფლისციხე-ატენის სიონი-თბილისი

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება: ერთჯერადი
მანძილი: 20კმ
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 40 ლარი (16 ადამიანი)
ფასი ჯიპის ტიპის ავტომობილით მგზავრობისას - 120 ლარი (3 ადამიანი)

(ფასებში შედის: ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება )

 

 

 

 

გორის ციხე-крепость Гори-Goris cikhe
გორის ციხე-крепость Гори-Goris cikhe

გორის ციხე

 

გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა.  გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

 

 

 

 

 

უფლისციხე-Уплисцихе-Uphliscikhe
უფლისციხე-Уплисцихе-Uphliscikhe

უფლისციხე

 

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა . უფლისციხის, როგორც სამხედრო სტრატეგიული პუნქტის, არსებობა მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში დამთავრდა. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

 

 

ატენის სიონი-Атенский Сиони-Atenis Sioni
ატენის სიონი-Атенский Сиони-Atenis Sioni

 

ატენის სიონი

 

ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას. ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. ტაძარში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ.

 

menu

Хочу продать квартиру. Ипотека можно ли продать квартиру быстро. Можно продать долю в квартире. В каком банке брать ипотеку. Стоит ли брать ипотеку сегодня. На какой срок брать ипотеку. Утепление стен своими руками. Быстрое утепление стен пенопластом своими руками. Технология утепления стен. Ремонт видеокарты ноутбука. Быстрый ремонт видеокарты своими руками. Сколько стоит ремонт видеокарты. В каком банке взять автокредит. Где выгоднее взять автокредит без проблем. Бесплатный сервер wow. Рейтинг серверов wow сайт. Сервера wow mangos. Чертежи самодельных станков. Скачать чертежи станков для холодной ковки. Сверлильный станок чертеж. Договор аренды квартиры. Стоимость аренды квартиры в Москве. Снять в аренду квартиру.