მარშრუტი:  თბილისი - მარტყოფი – საგარეჯო – დავით გარეჯი - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკროავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება : ერთჯერადი
მანძილი : 240 კმ
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 45 ლარი (16 ადამიანი)
ფასი ჯიპის ტიპის ავტომობილით მგზავრობისას - 130 ლარი (3 ადამიანი)

(ფასებში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება )

 

 

 

 

 

მარტყოფი-Марткопи-Martkophi
მარტყოფი-Марткопи-Martkophi

 

მარტყოფი


მარტყოფის ტერიტორია დასახლებულია I-II საუკუნეებიდან; VI საუკუნემდე აკრიანი (ქვიანი ადგილი) ერქვა. ფიქრობენ, რომ სახელწოდება მარტყოფი მოდის ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის (მარტომყოფელი) სახელიდან. XIII საუკუნიდან აქ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს კათედრალი იყო. XV საუკუნიდან სადროშოს ცენტრია, აქ იყო კახეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. 1625 წელს მარტყოფის ველზე გაიმართა ბრძოლა სპარსელთა და ქართველთა ლაშქარს შორის. აქ მოღვაწეობდნენ პოეტები და მწიგნობრები ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVII-XVIII სს.), იოანე ქობულაშვილი   (XVIII ს.), სტეფანე ჯორჯაძე (XVIII ს.) და სხვები. სოფლის მახლობლად — ულევის ველზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის გორა-სამარხები. სოფლის მიდამოებშივე აღმოჩნდა პართული მონეტების განძი (ძვ.წ. I — ახ.წ. II სს.). სოფელში შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევები. იგი 1810 წელს ააგო რუსთავის ეპისკოპოსმა სტეფანე II-მ. არის აგრეთვე XVIII საუკუნის რამდენიმე საგვარეულოს საცხოვრებელი-საბრძოლო კოშკი (შინჯიკაშვილების, ძამაშვილების, თუშმალიშვილების).

 

 

ნინოწმინდა-Ниноцминда-Ninotsminda
ნინოწმინდა-Ниноцминда-Ninotsminda

საგარეჯოს ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50-ოდე კილომეტრის მანძილზე. ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი. გადმოცემის თანახმად წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის საპატივსაცემოდ აშენდა ეს ტაძარი. ნინოწმინდა — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო         (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმთავრები — ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.) , საბა ტუსისშვილი და სხვა. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს.

 

 

 

 

 

 

დავით გარეჯი-Давид Гареджи-David Gareji
დავით გარეჯი-Давид Гареджи-David Gareji

 

დავით გარეჯი


დავით გარეჯის (VI) კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმინდა დავით გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმინდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - იოანე ნათლისმცემელი.

.

 

   

menu

Уход за лицом 30 лет. Лучший уход за кожей лица летом. Уход за лицом летом. Йога занятия для начинающих. Быстрые занятия йогой для начинающих видео. Занятия йогой дома. Как сделать макияж. Скажите как сделать макияж глаз дома. Как правильно сделать макияж. Диеты для похудения отзывы. Полезная гречневая диета для похудения. Лучшие диеты для похудения. Эффективные диеты для быстрого похудения. самая быстрая диета для похудения дома. Хорошая диета для быстрого похудения. Хронический гастрит лечение. Быстрое лечение гастрита желудка. Схема лечения гастрита. Имбирный чай для похудения. Полезное имбирное похудение отзывы. Имбирный напиток для похудения рецепт. Домашние упражнения для похудения живота. Большой комплекс упражнений для живота похудения. Упражнения для похудения живота быстро.