ქვემო ქართლი

ბოლნისის სიონი
უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.
ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

მარტყოფი

მარტყოფის ტერიტორია დასახლებულია I-II საუკუნეებიდან; VI საუკუნემდე აკრიანი (ქვიანი ადგილი) ერქვა. ფიქრობენ, რომ სახელწოდება მარტყოფი მოდის ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის (მარტომყოფელი) სახელიდან. XIII საუკუნიდან აქ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს კათედრალი იყო. XV საუკუნიდან სადროშოს ცენტრია, აქ იყო კახეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. 1625 წელს მარტყოფის ველზე გაიმართა ბრძოლა სპარსელთა და ქართველთა ლაშქარს შორის. აქ მოღვაწეობდნენ პოეტები და მწიგნობრები ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVII-XVIII სს.), იოანე ქობულაშვილი (XVIII ს.), სტეფანე ჯორჯაძე (XVIII ს.) და სხვები.სოფლის მახლობლად — ულევის ველზე არქეოლოგიური გათხრახლანდელიების შედეგად მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის გორასამარხები. სოფლის მიდამოებშივე აღმოჩნდა პართული მონეტების განძი (ძვ. წ. I — ახ. წ. II სს.).სოფელში შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევები. იგი 1810 წელს ააგო რუსთავის ეპისკოპოსმა სტეფანე II-მ. არის აგრეთვე XVIII საუკუნის რამდენიმე საგვარეულოს საცხოვრებელი-საბრძოლო კოშკი (შინჯიკაშვილების, ძამაშვილების, თუშმალიშვილების).