შიდა ქართლი

ატენის სიონი

ატენის სიონი (VII) — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.

უფლისციხე

უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება.

ერთაწმინდა

ერთაწმინდა (XIII ) „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.

მეტეხი

მეტეხი - სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი. მეტეხის ტერიტორიაზე (სოფლის მიდამოებში) ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. აქ აღმოჩენილია სამაროვნები, ყორღანები და ნამოსახლარები, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ძვ.წ. აღ.-ის მე -10 საუკუნით დამთავრებული. სოფელში რამდენიმე ეკლესიაა:

• მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

• კვირაცხოვლის ეკლესია

• ამაღლების ეკლესია

• წმ. თევდორეს ეკლესია

რუისი

რუისი (VIII-IX) - ტაძარი ქარელის რაიონის სოფ. რუისის შუაგულში. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

 სამთავისი

სამთავისი (1030 წ) - ტაძარი მდებარეობს სოფლის ცენტრში (სოფ-სამთავისი კასპიდან 11 კმ-ითაა დაშორებული), მდინარე ლეხურას მარცხენა ნაპირზე. 2005 წლიდან ძეგლის ტერიტორიაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილ იქნა 6 საუკუნის ბაზილიკის ნაშთები (შემორჩენილია მთლიანი აბრისი და კდლების სიმაღლე ზოგან 1მეტრამდე არწევს. ბაზილიკის ნაწილი მთავარი ტაძრის ქვეშ არის მოქცეული). გადმოცემით ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული, იმ ტაძრიდან არაღაფერი შემორჩა.

ულუმბო

ულუმბოს მონასტერი (XIII-XIV) მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში. ულუმბოს მონასტრის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს. XIV საუკუნის მიწურულში ულუმბოს ხატს სასწაულთ მოქმედად თვლიდნენ. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას მიაწერდნენ.

ურბნისი

ურბნისი - სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ქარელიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა ურბნისის სიონი. სოფელი გაშენებულია ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ურბნისის მიდამოების ათვისება ადამიანმა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დაიწყო. ამ დროის ძეგლებიდან არქეოლოგიურად შესწავლილია ქვაცხელები, რომელიც მდებარეობს ნაქალაქარიდან აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე და ხიზანაანთ გორა - უშუალოდ ნაქალაქარზე. ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთან. ქართლში მოსული ნინო ურბნისში ერთ თვეს გაჩერებულა, მერე კი სალოცავად მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. VIII საუკუნის 30-იან წწ. ურბნისი არბმა სარდალმა მურვან ყრუმ გაანადგურა. ამ დროს ურბნისმა, როგორც ქალაქმა, შეწყვიტა არსებობა და შემდეგ იგი ქართლის რიგით სოფლად იქცა. ასევე მოაღწია ჩვენამდე.

 

მენიუ

Купить новостройку с отделкой. Где купить однокомнатную квартиру в новостройке? Купить новостройку недорого. Оценка стоимости недвижимости. Какая рыночная оценка недвижимости? Принципы оценки недвижимости. Теплый пол своими руками. Как сделать теплый пол в доме. Монтаж водяного теплого пола. Не включается ноутбук. Скажите почему не включается ноутбук. Ноутбук включается и сразу выключается. Быстрый кредит наличными. Где быстро взять кредит без справок. Оформить быстрый кредит. Топ wow сервера. Где скачать последний клиент wow? Самый лучший сервера world of warcraft. Ленточная пилорама цена. Ленточная пилорама своими руками чертежи. Скачать чертежи ленточной пилорамы. Аренда квартир без посредников. Длительная аренда квартир без посредников и прочих. Аренда однокомнатной квартиры.