მარშრუტი: თბილისი - სვეტიცხოველი - სამთავრო - ჯვარი - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში - თბილისი

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკროავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება: ერთჯერადი
მანძილი: 200 კმ
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 30 ლარი (16 ადამიანი), 15 ლარი კვების გარეშე (16 ადამიანი)
ფასი ჯიპის ტიპის ავტომობილით მგზავრობისას - 120 ლარი (3 ადამიანი)

(ფასებში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება )

 

 

 

სვეტიცხოველი-Светицховели-Svetickhoveli
სვეტიცხოველი-Светицховели-Svetickhoveli

 

სვეტიცხოველი


სვეტიცხოველი (XI) - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, მდებარეობს მცხეთაში. სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი შენდებოდა 19 წლის განმავლობაში - (1010-1029 წწ.). ტაძრის მშენებლობის პერიოდი (XI საუკუნის დასაწყისი) დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ და საინტერესო ეპოქას. ამ დროს ფეოდალიზმი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ადიოდა. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი

 

 

 

სამთავრო-Самтавро-Samtavro
სამთავრო-Самтавро-Samtavro

სამთავრო

 

სამთავრო - ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე. სამთავროს ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (27X23 მ) სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მინაშენებით. მხატვრულ სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ეზოში აგრეთვე დგას წმ. ნინოს ეკლესია , დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მცირე ზომის (6,2X3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში აქ ლოცულობდა. აქვეა დაკრძალული ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი, ბერი - მამა გაბრიელი (გოდერძი ურგებაძე). საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

 

ჯვარი-Джвари-Jvari
ჯვარი-Джвари-Jvari

 

ჯვარი

 

ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. ჯვრის მონასტერი ნახსენიებია მ. ლერმონტოვის პოემაში „მწირი“.

 

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი-дом-музей И...
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი-дом-музей Илии Чавчавадзе-Ilia Chavchavadze muzeum

 

ილია წავჭავაძის სახლ-მუზეუმი 

 

 

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში

 

ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს:
o საცხოვრებელ სახლს
o დამხმარე ნაგებობებს
o ჭავჭავაძისეულ მამულსა და ბაღ-ვენახს
მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის პირადი ნივთები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართველ მოღვაწეთა ფოტოპორტრეტები, ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, XVIII-XIX ს.ს. სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი.
სახლ-მუზეუმში ასევე დაცულია ქართველი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.

 



 

menu

Таблетки для похудения эффективные. Эффективные зеленые таблетки для похудения. Таблетки для похудения отзывы цена. Сердечная недостаточность симптомы. Бывает ли острое сердечное недостаточность. Острая сердечная недостаточность причины. Народное лечение гипертонии. Лучшие методы лечения гипертонии. Артериальная гипертония лечение. Методы лечения алкогольной зависимости. Лечение алкогольной зависимости в домашних условиях. Быстрое лечение алкогольной зависимости отзывы. Мужское бесплодие причины. Важные бесплодие причины лечение. Психологические причины бесплодия. Ринопластика до и после. Сколько стоит ринопластика в россии. Рнопластика кончика носа. Сделать пластическую операцию. Где сделать пластическая операция лица. Сколько стоит пластическая операция. Лечение артериальной гипертензии. Артериальная гипертензия рекомендации от доктора. Артериальная гипертензия степени риска.