მარშრუტი:  თბილისი - შუამთა ძველი/ახალი – იყალთო–გრემი–ალავერდი - თბილისი
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება: ერთჯერადი
მანძილი: 280კმ
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 45 ლარი (16 ადამიანი)
ფასი ჯიპის ტიპის ავტომობილით მგზავრობისას - 130 ლარი (3 ადამიანი)

(ფასებში შედის: ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება )

 

 

 

 

ძველი შუამთა-Старая Шуамта-Dzveli Shuamt...
ძველი შუამთა-Старая Шуамта-Dzveli Shuamta

 

ძველი შუამთა

 

ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა; VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია.  სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.

 

 

ახალი შუამთა-Новая Шуамта-Akhali Shuamta
ახალი შუამთა-Новая Шуамта-Akhali Shuamta

ახალი შუამთა

 

ახალი შუამთის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუასაუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე. მონასტერი დაფუძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანისა და მისი მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.

 

 

 

 

 

იყალთოს აკადემია-Академия Икалто-Ikalto ...
იყალთოს აკადემია-Академия Икалто-Ikalto Academia

იყალთო

 

იყალთო — სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად,არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.  იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას("მეკეცეობა") , მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. ისტორიული მოვლენებიდან აღსანიშნავია მძიმე ფაქტი, როდესაც 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა. 

.

 

 

გრემი-Греми-Gremi
გრემი-Греми-Gremi

გრემი

 

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. XX-საუკუნის 80-იან წლებში აქ მუზეუმი გაიხსნა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა - კურთხევით გრემში აღსდგა ღვთისმსახურება. 1999 წლის 12 დეკემბერს, აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ პერიოდში აიგო კელიები ბერებისათვის.



ალავერდი-Алаверди-Alaverdi
ალავერდი-Алаверди-Alaverdi

ალავერდი

 

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი),თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

   

menu

Снять квартиру посуточно. Быстро снять посуточно квартиру в казани. Снять однокомнатную квартиру посуточно. Помощь в получении ипотеки. Удобное получение ипотеки в сбербанке. Что нужно для получения ипотеки. Отопление частного дома. Как сделать отопление частный дом схема. Частный дом монтаж отопления. Восстановление жесткого диска. Быстрое восстановление информации с жесткого диска. Восстановление данных жесткого диска программа. Кредит с плохой историей. Быстрые кредиты онлайн с плохой историей. Срочный кредит с плохой историей. В какой сервер играть в WOW. Топ world of warcraft серверы. Wow серверы pandaria. Круглопалочный станок чертежи. Круглопалочный станок купить дешево. Самодельный круглопалочный станок. Кредит на покупку квартиры. На долго взять кредит на квартиру. Кредит на покупку квартиры.