მარშრუტი: თბილისი - ბოდბის მონასტერი - სიღნაღი - წინანდალი - თბილისი
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკროავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება: ერთჯერადი
მანძილი: 320 კმ
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 45 ლარი (16 ადამიანი)
ფასი ჯიპის ტიპის ავტომობილით მგზავრობისას - 130 ლარი (3 ადამიანი)

(ფასებში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება )

 

 

 

ბოდბე-Бодбе-Bodbe
ბოდბე-Бодбе-Bodbe

 

 

ბოდბის მონასტერი

 
ბოდბის მონასტერი (V), წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრია კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე. სოფ. ქედელში მდებარეობს ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავი. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში შედის სამრეკლო და მონაზონთა სენაკები, აგრეთვე წმინდა ნინოს წყარო, რომელსაც მორწმუნეები სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.

 

 

სიღნაღი-Сигиаги-Signagi
სიღნაღი-Сигиаги-Signagi

 

სიღნაღი


ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა.

 

 

 

გურჯაანის ყოვლადწმინდა - Гурджаанская це...
გურჯაანის ყოვლადწმინდა - Гурджаанская церковь Всех Святых-Kovladtsminda Gurjaani

 

გურჯაანის ყველაწმინდა


ადრეული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებაში გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც ბაზილიკად მიიჩნევენ. საშენ მასალად გამოყენებულია ქვა და აგური. ტაძარი გამოირჩევა რთული არქიტექტურული სტრუქტურით და გარდამავალი ხანის საკულტო ხუროთმოძღვრების სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული. მისი აგების თარიღად VIII ს. მიწურული მიიჩნევა. როგორც თითქმის ყველა ქართულ ძეგლს, გურჯაანის ყოვლადწმიდასაც რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ამბობენ, რომ აქ დაბრძანებული ყოფილა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც შაჰ–აბასის შემოსევის დროს ტაძრიდან გაპარულა.

 

 

ჭავჭავაძის სახლ. - Чавчавадзе музей - Ch...
ჭავჭავაძის სახლ. - Чавчавадзе музей - Chavchavadze Museum

 

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი


ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში, მის საგვარეულო მამულშია განთავსებული. პოეტის მამა - გარსევან ჭავჭავაძე ცნობილი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე იყო. საუკუნის 50-იან წლებში ჭავჭავაძეების სახლში თავს იყრიდა ქართული არისტოკრატია, ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები. აქვეა საუკუნის ენოთეკაც (ღვინოების საცავი), რომელიც ჭავჭავაძეების ღვინის მარნის ბაზაზე შეიქმნა. ენოთეკაში იდეალური ბუნებრივი პირობებია სამარკო ღვინოების დაძველებისათვის. აქ ინახება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინოების უნიკალური კოლექცია.

menu

Ремонт ноутбука своими руками. Быстрый и гарантийный ремонт ноутбуков. Срочный ремонт ноутбуков. Ремонт компьютеров на дому. Быстрый ремонт компьютеров своими руками. Настройка и ремонт компьютеров. Java уроки для начинающих. Лучшие java уроки. Учим язык Java с нуля. Обзор смартфонов samsung. Качественный обзор смартфонов samsung galaxy. Обзор смартфона samsung galaxy s4. Фото картинки приколы. Самые новые картинки приколы. Лучшие приколы картинки. Скачать аддоны для wow. Самые новые аддоны для wow скачать. Скачать аддоны для wow быстро и без реги. Видео уроки python. Лучшие python уроки. Учим язык python с нуля. Скачать шаблоны для Joomla. Самые новые joomla шаблоны. Бесплатные шаблоны для Joomla.